მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს - რას აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წარმომადგენლები - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს - რას აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წარმომადგენლები

2025-11-13 09:01:53+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც სასჯელის მოხდას საერთო წესით გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავცელა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რუსთავის ციხესთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ "ქართული ოცნება" პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის დაშინებას ცდილობს. ანა წითლის თქმით, სააკაშვაილის გადმოყვანა შეუთანხმებლად მოხდა, ამის შესახებ ინფორმირებული ოჯახი წევრები და ადვოკატები არ ყოფილან.