კომუნიკაციების კომისიაში რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიაში რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2025-11-13 09:06:01+04:00

კომუნიკაციების კომისიაში რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო ComCom-ის ინიციატივას, რომელიც კერძო რადიო მაუწყებლებისთვის ლიცენზირების პროცესის გამარტივებას შეეეხება. ინიციატივის თანახმად, მაუწყებლობის ზონების რაოდენობა 15-დან 28-მდე გაიზრდება, რაც თითოეული ზონის ტერიტორიას შეამცირებს. რადიო მაუწყებლებს საშუალება მიეცემათ, გადამცემების შეძენისა და განთავსების ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიონ.