გიორგი გახარიას მიმართ, პროკურატურამ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. "ქართული ოცნების" პარტიის ყოფილ ლიდერს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, სამსახურებრივი უფლებამოსილებისთვის გადამეტებას ედავებიან. გიორგი გახარიასთვის წაყენებული მეორე ბრალდება,სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდს ეხება. უწყების ცნობით, გახარიამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების განხორციელების საშუალება მისცა. გახარიას თანაგუნდელები მისი ლიდერი წინაარმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.
გიორგი გახარიას მიმართ, პროკურატურამ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო - რას აცხადებენ გახარიას თანაგუნდელები