ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 1 500-ზე მეტი შენობა გაანადგურა - Palitra News

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 1 500-ზე მეტი შენობა გაანადგურა

2025-11-12 15:28:49+04:00

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 1 500-ზე მეტი შენობა გაანადგურა. მედიის ცნობით, 8 ნოემბერს თანამგზავრით გადაღებული ფოტოებში ჩანს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებადი მთელი უბნები ერთ თვეზე ნაკლებ დროში მიწასთანააა გასწორებული. მედია არ გამორიცხავს, რომ დანგრეული შენობების რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს, რადგან გარკვეულ ტერიტორიაზე თანამგზავრული ფოტოები მიუწვდომელია. უცხოური მედიის ცნობით, თანამგზავრული ფოტოების ვიზუალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში შენობების განადგურება ინტენსიურად გრძელდება. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 10 ოქტომბერს შევიდა ძალაში, მას შემდეგ, რაც ისრაელი და „ჰამასი“ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმდნენ.