„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ შეხებია და მხარეებმა მმართველი გუნდის მიერ მიღებული საკანონმდებლო ინიციატივები და ცვლილებები ასევე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი განიხილეს. საქართველოს სახელისუფლებლო პარტია მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საკუთარ ბოლოდოინდელ რეზოლუციებში საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა და ურთიერთობის დაძაბვა მათი მხრიდან ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებას მოჰყვა. დელეგაციას შეხვდა ოპოზიციაც, რომელმაც პარტიების აკრძალვის, სამომავლო გეგმების საკითხი და „ქართულ ოცნება“ წნეხის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა.