2026 წლის გაზრდილი ბიუჯეტი, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები და შემცირებული მთავრობის ვალი - კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას - Palitra News

2026 წლის გაზრდილი ბიუჯეტი, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები და შემცირებული მთავრობის ვალი - კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას

2025-11-12 15:16:34+04:00

2026 წლის გაზრდილი ბიუჯეტი, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები და შემცირებული მთავრობის ვალი - დღეს ამ საკითხებზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა. დაანონსებულია პენსიონერთა პენსიის, 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემელის გაზრდა; საჯარო მოხელეთა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტიდან 7 მილიარდზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს - ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, წყალმომარაგებისა სექტორის გაუმჯობესებას, საგანბმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებნლობა - რეაბილიტაციას მოხმარდება. ოპოზიციას კრიტიკა არც 2026 წლის ბიუჯეტის მიმართ დაუმალავს. ოპონენტების შეფასებით, პენსიები არასაკმარისად იზრდება და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის შელახული იმიჯი გარკვეული ფინანსური ბენეფიტების მიღებას ხელს შეუშლის. ბიუჯეტის წარდგენას მერაბ პაპაშვილი ესწრება. მას პარლამენტიდან ვრთავთ. მერაბ, რა პრინციპით გადანაწილდება 2026 წლის გაზრდილი ბიუჯეტი, რა სიახლეებია დაანონსებული და როგორ ეხმაურება ცვლილებებს ოპოზიცია?