აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, თავს ვალდებულად თვლის, „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, თავს ვალდებულად თვლის, „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს

2025-11-12 12:38:26+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, თავს ვალდებულად თვლის, „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ „ბიბისიმ“ 2021 წლის 6 იანვრის მისი გამოსვლა დაამონტაჟა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. მედიის ცნობით, ტრამპის ადვოკატებმა ბიბისის წარმომადგელებს წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, ისინი ერთი მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვენ. მედიასაშუალებას პასუხის გასაცემად ვადა 14 ნოემბრამდე, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს. „ბიბისი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.