გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა სტაჟიორების შეკითხვებს უპასუხა.
დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მინისტრმა მეღვინეობა-მევენახეობის, სატყეო რეფორმის, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების და პლასტიკის მოხმარების შემცირების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ხორციელდება.