სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გახსნა და მხარის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. სკოლის მიზანი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩართულობისა და როლის გაძლიერებაა. სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ხედვა გააცნო. სამუშაო შეხვედები გაიამართა ლაგოდეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულ მერებთან, რომლის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გზები და კონკრეტული მიზნები განიხილეს.