საქართველოში PACE-ის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - რა გზავნილები მოისმინეს დელეგაციის წევრებმა პოლიტიკური მხარეებისგან - Palitra News

საქართველოში PACE-ის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - რა გზავნილები მოისმინეს დელეგაციის წევრებმა პოლიტიკური მხარეებისგან

2025-11-12 12:32:49+04:00

საქართველოში პასეს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსნებლების ვიზიტი გრძელდება. არსებული ინფორმაციით დელეგაციის წევრები დღეს დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელს შეხვდებიან. მესამე სექტორისა და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს დელეგაცია მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა და საპარლამენტო ოპოზიციამ მიიღეს. პასეს წევრები ქვეყანაში რეგურალური ვიზიტის ფორმატში იმყოფებიან და საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგოამარეობას ეცნობიან. შეხვედრების დასრულების შემდეგ, წარმომადგენლები სპეციალურ ანგარიშს მოამზადებენ. მმართველ გუნდში იმედოვნებენ რომ ვიზიტის შეჯამებისას, ანგარიშში ხელისუფლების პოზიციები და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები ობიექტურად აისახება. თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, წინა შემთხვევების მსგავსად, პასეს დელეგაცია კვლავ კრიტიკული იქნება.