დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავენ. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარმოადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტი 3 მილიარდითაა გაზრდილი, პრიორიტეტული სფეროებია: სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგები, ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. 2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა.