უწყვეტი პროტესტის 349-ე დღეს პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მორიგი მსვლელობა გამართეს - Palitra News

უწყვეტი პროტესტის 349-ე დღეს პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მორიგი მსვლელობა გამართეს

2025-11-12 09:33:49+04:00

უწყვეტი პროტესტის 349-ე დღეს პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მორიგი მსვლელობა გამართეს. მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედნიდან მსვლელობამ ლეონიძის ქუჩისკენ დაიძრა , პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა და ლეონიძის ქუჩაზე მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცა. მსვლელობის დროს სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გზა რამდენჯერმე გადაუკეტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის კამათიც მოჰყვა. საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მოაწყვეს, საიდანაც კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აცხადებენ რომ საპროტესტო მარშები ყოველდღიურად გაგრძელდება.