საქართველოში PACE - ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსნებლების ვიზიტი გრძელდება - არსებული ინფორმაციით დელეგაციის წევრები დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტს მზია ამაღლობელს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, როგორც მმართველ გუნდს, ისე საპარლამენტო და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას შეხვდნენ. პასეს წევრები ქვეყანაში რეგურალური ვიზიტის ფორმატში იმყოფებიან და საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგოამარეობას ეცნობიან. შეხვედრების დასრულების შემდეგ, წარმომადგენლები სპეციალურ ანგარიშს მოამზადებენ. მმართველ გუნდში იმედოვნებენ რომ ვიზიტის შეჯამებისას, ანგარიშში ხელისუფლების პოზიციები და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები ობიექტურად აისახება. თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, წინა შემთხვევების მსგავსად, პასეს დელეგაცია კვლავ კრიტიკული იქნება.