ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - Palitra News

ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

2025-11-11 18:22:26+04:00

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროში არ ადასტურებენ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.