თურქეთის თავდაცვის სამინისტრო C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდაზე - სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს - Palitra News

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდაზე - სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს

2025-11-11 17:24:11+04:00

აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.