დონეცკის ოლქში, პოკროვსკის და მირნოგრადის რაიონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოზიციები შეინარჩუნონ, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები კი ამ ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებენ - Palitra News

დონეცკის ოლქში, პოკროვსკის და მირნოგრადის რაიონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოზიციები შეინარჩუნონ, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები კი ამ ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებენ

2025-11-11 15:44:15+04:00

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დონეცკის ოლქში, პოკროვსკის და მირნოგრადის რაიონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოზიციები შეინარჩუნონ, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები კი ამ ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებენ. მათი ცნობით, უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს როდინსკე, რომელიც პოკროვსკის ჩრდილოეთით მდებარეობს.ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის ღამეს, რუსეთის არმიამ ოდესის რეგიონზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა. თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაშავდა ერთი ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 1020 ჯარისკაცი დაკარგა.