საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.