საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

2025-11-11 15:42:58+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ორმხრივი გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.