ყვარელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა - გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.