პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით ყალბი მინდობილობა შეადგინეს, თითქოსდა დაზარალებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს უფლებას აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები განეკარგა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.