კორუფციული სქემები და საქმეში ფიგურანტი ყოფილი მაღალჩინოსნები - პროკურატურა ცალკეულ საქმეთა გამოძიებას განაგრძობს და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სახელმწიფო უწყებების ყოფილ თანამდებობის პირებს ბრალდებებს უყენებს. ერთ-ერთი ბოლო საქმე სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ჩატეხილი ხიდის საქმეს უკავშირდება, მათ შორის, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად ფაქტზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილია დააკავებული. ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა საეჭვო ტენდერებში ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთოს. რას უკავშირდება დაკავებების სერია? - "ქართული ოცნების" ტკიცებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ოპოზიციის მოსაზრებით კი მმართველი პარტიაში შიდა კლანულ დაპირისებას.