ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციაში ჩართული პირები უნდა დაისაჯონ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციაში ჩართული პირები უნდა დაისაჯონ

2025-11-11 12:52:27+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფციაში ჩართული პირები უნდა დაისაჯონ. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ენერგეტიკულ სექტორში 100 მილიონი დოლარის ქრთამის სქემა გამოავლინა, რომელშიც ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის, „ენერგოატომის“ უსაფრთხოების უფროსი იყვნენ ჩართული. 15 თვის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ათობით ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია, დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღო.