„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა - Palitra News

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა

2025-11-11 12:50:31+04:00

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა. კომპანიის დირექტორი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროს მიმდებარედ, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მიხეილ გოგოლიძე ქვემო ქართლში მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელზე სამუშაო პროცესსაც დაესწრო. კომპანიის დირექტორმა შეხვედრა გამართა ადგილობრივ თანამშრომლებთან. დეტალური ინფორმაცია მიიღო არსებული მდგომარეობის შესახებ, ნაგავსაყრელის ოპერირების სისტემაზე და იმ გამომწვევებზე, რომლებიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.