საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ოპოზიციაში განხილვის თემაა. შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებმა ყურადღება სანქციების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. პასეს დელეგაცია გუშინ მესამე სექტორსა და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას შეხვდა. დღეს, დისკუსია გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრებთან გაიმართა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა გზავნილები მოსაზრებები გაცვალეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთანაც.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია პრემიერ-მინისტრთან აუდიენციაც. ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პასეს წევრებს მათ შორის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო და არაორაზროვანი შეფასებები ჰქონდეთ.