იმერეთში ვანი-სამტრედიის სადრენაჟე სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს - Palitra News

იმერეთში ვანი-სამტრედიის სადრენაჟე სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს

2025-11-11 09:30:42+04:00

იმერეთში ვანი-სამტრედიის სადრენაჟე სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ვანი-სამტრედიის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს. სოფლებში - მთისძირსა და გომში, ჯამში, 10 კმ-ზე სიგრძის სადრენაჟე ქსელი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხებსა და კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, დაახლოებით 350 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.