არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მცდელობის საქმეზე ექვს პირს, რომლებიც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ელმურაზ მამედოვთან არიან დაკავშირებული, ბრალდება წარუდგინეს - Palitra News

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მცდელობის საქმეზე ექვს პირს, რომლებიც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ელმურაზ მამედოვთან არიან დაკავშირებული, ბრალდება წარუდგინეს

2025-11-11 09:29:48+04:00

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მცდელობის საქმეზე ექვს პირს, რომლებიც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ელმურაზ მამედოვთან არიან დაკავშირებული, ბრალდება წარუდგინეს. უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს, უცხო ქვეყნიდან წარსულში ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი წევრი ელმურაზ მამედოვი დაუკავშირდა, რომელმაც ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაზარალებულს 200 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. კრიმინალური სამყაროს წევრმა მსხვერპლის დაშინებისა და თანხის მიღების მიზნით, სამ თანამზრახველს დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა დაავალა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.