უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.სარატოვის გუბერნატორმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ დრონებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა მოხდა თუ არა თავდასხმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე არ დაადასტურა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ რეგიონულმა აეროპორტმა ფრენები დროებით შეზღუდა. უკრაინული მედია წერს, რომ, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტ სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ბენზინს, დიზელს, მაზუთს და ბიტუმს.