აშშ-ის სენატმა მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია მიიღო და წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა - Palitra News

აშშ-ის სენატმა მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია მიიღო და წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა

2025-11-11 09:28:08+04:00

აშშ-ის სენატმა მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია მიიღო და წარმომადგენელთა პალატას გადაუგზავნა. კანონპროექტს 60-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 40-ი კი წინააღმდეგი წავიდა. სენატის „დემოკრატი“ წევრების მცირე ჯგუფმა „რესპუბლიკელებთან“ ერთად მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნისკენ მიმართულ დაფინანსების ზომებს. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნის" დასრულებისთვის საჭიროა, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამაც მიიღოს, სადაც კენჭისყრა ოთხშაბათს არის მოსალოდნელი. კანონპროექტი შემდეგ თეთრ სახლში გადაიგზავნება, სადაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს, რაც მთავრობის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული ბოლო ნაბიჯი იქნება. აშშ-ში ე.წ. „შათდაუნი“ 40-ზე მეტი დღეა მიმდინარეობს.