გაფართოვდება თუ არა ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე - Palitra News

გაფართოვდება თუ არა ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე

2025-11-11 09:23:06+04:00

გაფართოვდება თუ არა ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე - ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ - უახლოეს პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც წაუყენოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, საგამოძიებო უწყების მიერ დაწყებული გამოძიების უკან „ქართული ოცნების“ ვიწრო პარტიული ინტერესები დგას. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერთა მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ექსპერტებიც აფასებენ. პოლიტოლოგების ვარაუდით ხელისუფლების ოპონენტთა ციხეში ჩასმით, მმართველი გუნდი დასავლეთთან პოლიტიკურ ვაჭრობას შეეცდება.