უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ გახსნას. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთი ემხრობა უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით დარეგულირებას, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა არა მოსკოვის გამო. ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის მდგომარეობა ფრონტზე მხოლოდ გაუარესდება. მან მცდარი უწოდა კიევის მოსაზღრებას, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება.