„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს - Palitra News

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

2025-11-10 20:53:30+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. პარტიაში აცხადებენ, რომ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. "ქართულ ოცნებაში" კი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მიესალებიან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს საკუთარი სიმართლე ქუჩაში საპროტესტო აქციის ნაცვლად, შეუძლიათ სასამართლოს გზით დაამტკიცონ. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიცონერი პარტიის აკრძალვის მოოთხოვნით მიმართა - არიან "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო - ძლიერი საქართველო" და "კოალიცია ცვლილებისთვის". სამთავრობო გუნდი ამ ნაბიჯით პოლიტიკური ველის ე.წ. „ექსტრმისტი ძალებისგან“ გათავისუფლებას აანონსებს. როგორია პოლიტიკურ მხარეთა გეგმები და რამდენად რეალურია ოპოზიციური პარტიების აკრძალვა