ვიქტორ ორბანი - ვიდრე დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია და მე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის სანქციები უნგრეთს არ შეეხება - Palitra News

ვიქტორ ორბანი - ვიდრე დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია და მე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის სანქციები უნგრეთს არ შეეხება

2025-11-10 17:16:33+04:00

ხელი ჩამოვართვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლების შესახებ. სანამ ის იქ პრეზიდენტია და მე აქ პრემიერ-მინისტრი, სანქციები არ იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი მტკიცებით, რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ძალაში შესვლა უნგრეთში შობამდე კომუნალური გადასახადების ორ-სამჯერ გაზრდას და ბენზინის ფასების ათასი პროცენტით ზრდას გამოიწვევს.

„რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ძალაში შესვლა უნგრეთში შობამდე კომუნალური გადასახადების ორ-სამჯერ გაზრდას და ბენზინის ფასების ათასი პროცენტით ზრდას გამოიწვევდა. ეს ნამდვილი კატასტროფაა“, - განაცხადა ორბანმა,

მისი თქმით, ქვეყანამ ამ საფრთხის თავიდან აცილება მოახერხა.