უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ვაშინგტონთან „ფინანსური ფარის“ შესახებ, რომელიც დაიცავს ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ფინანსებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობს დონალდ ტრამპთან შეთანხმება, თუმცა ორბანის თქმით, უნგრეთს დაფინანსების პრობლემები არ ექნება. 7 ნოემბერს, ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.