გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე - არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა - იგივე მოხდება ახლაც - Palitra News

გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე - არაერთი საქმეა კიდევ, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა - იგივე მოხდება ახლაც

2025-11-10 15:25:12+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. პარტიაში აცხადებენ, რომ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მიესალებიან. ამბობენ, რომ საკუთარი სიმართლე ქუჩაში დემონსტრაციისს ნაცვლად შეუძლიათ სასამართლოს გზით დაამტკიცონ. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიცონერი პარტიის აკრძალვის მოოთხოვნით მიმართა, ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო ძლიერი საქართველო" და "კოალიცია ცვლილებისთვის". სახელისუფლებლო გუნდი ამ ნაბიჯით პოლიტიკური ველის ექსტრმისტი ძალებისგან გათავისუფლებას აანონსებს.