უკვე 14 დღეა რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და მასთან ერთად რამდენიმე აქტივისტი პატლამენტის წინ შიმშლობენ - როგორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა - Palitra News

უკვე 14 დღეა რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და მასთან ერთად რამდენიმე აქტივისტი პატლამენტის წინ შიმშლობენ - როგორია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა

2025-11-10 12:31:47+04:00

უკვე 14 დღეა რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და მასთან ერთად რამდენიმე აქტივისტი პატლამენტის წინ შიმშლობენ. როგორც ამბობენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ იქამდე ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება. მოთხოვნები უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციბის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ადამიანები, რომლებიც პარლამენტის წინ თითქმის ორი კვირაა შიმშილობენ, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად წინააღმდეგობის უკიდურესი ფორმები აუცილებელია და მნიშვნელოვანია პროტესტმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. რამდენიმე წუთის წინაპარლამენტთან მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმბლად სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.