კომუნიკაციების კომისიის მედიალაბისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ მეორედ ჩატარდა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლიერებასა და ამ მიმართულებით, მათი წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. წლევანდელი ღონისძიების თემა ხელოვნური ინტელექტი იყო, რომლის გარშემოც შედგა დისკუსიები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების მიერ ხელოვნური ინტერექტის უსაფრთხო გამოყეების, მათ შორის ციფრული ჩვევების ახალი რეალობის შესახებ პრეზენტაციები ჩატარდა. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი: კომფორტი თუ საფრთხე, ასევე AI-ს სისტემების უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტისთვის. ღონისძიების ფარგლებში იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მავნე გამოყენების შესახებ, ასევე დიფფეიკისა და მანქანური სწავლების ალგორითმებისა და კლასიფიკაციების შესახებ.