პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ,,კრისტალ ჯგუფი“-ს მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - Palitra News

პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ,,კრისტალ ჯგუფი“-ს მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

2025-11-10 09:18:42+04:00

პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ,,კრისტალ ჯგუფი“-ს მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ დიდი ოდენობით - 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.