ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - Palitra News

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

2025-11-08 20:01:23+04:00

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კიდევ 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მხოლოდ ორი პოლიტიკოსის შემთხვევაში არ მოითხოვა - საუბარია მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე - მათ თითო მილიონი ლარის ოდენობით არასაპატიმრო გირაო შეეფარდათ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატურის დამყარებას ცდილობს, რისთვისაც სასამართლოსა და პროკურატურას აქტიურად იყენებს.