შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

2025-11-08 20:00:38+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამავე საქმეზე, კიდევ ერთ პირს, რომელიც 7 ნოემბერს დააკავეს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50 000 ამერიკული დოლარის თურქეთში ჩატანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაულები კი 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.