ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურეობრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.