საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნებას გამოეხმაურა და მადლობას გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ის მადლიერებითა და სოლიდარობით მიიღო. ელჩი აღნიშნავს, რომ მისთვის თბილისში დაბრუნება სასიამოვნოა. მან მადლიერებითა და სიყვარულით მოიხსენია ყველა ის ადამიანი, ვინც ის საქართველოში დადებითაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ორი დღის წინ კი უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.