ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სამთავრობო მედიასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა - Palitra News

ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სამთავრობო მედიასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა

2025-11-08 19:58:13+04:00

ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სამთავრობო მედიასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა - როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოიყენოს. ამავე დროს, პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. დასავლელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესს ჩამოაშორა, თუმცა მმართველ პარტიაში ამის საპირისპიროს ამტკიცებენ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება სწორედ ევროპულმა მხარემ გადაწყვიტა. ამის საპასუხოდ, ოპოზიციაში აბსოლუტურად განსხვავებულ სურათზე მიუთითებენ. მათივე განცხადებით, დემოკრატიული უკუსვლა ყველა მიმართულებით იმდენად თვალსაჩინოა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. დღეს ამ თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშობს.