საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა - Palitra News

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

2025-11-08 14:45:57+04:00

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდეტმა ნათია თურნავამ.

ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით 2001 წელს - პირველი ქართული ბანკის, „სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსებისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის - 8 ნოემბრის აღსანიშნავად დაწესდა.