თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს - Palitra News

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

2025-11-08 14:43:16+04:00

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა, იძულება და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეგობარ ქალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ", ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და 5 ვაზნა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.