რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო - Palitra News

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

2025-11-03 21:20:42+04:00

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო. მის მხარდასაჭერად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა აქტივისტმა, მარიამ მეყანწილშვილმა. აღსანიშნავია, რომ უკვე თითქმის 1 კვირაა, რაც პარლამენტთან შიმშილობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი. შიმშილობის გარდა, ოპოზიციაში პროტესტის ახალ სტრატეგიაზეც მსჯელობენ. ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს დემონსტრაციების ჩატარების მნიშვნელობაზეც საუბრობენ. თითქმის ერთი წელია პროტესტის უცვლელ და მთავარ კერად რჩება რუსთაველის გამზირი.