შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს 67,25%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. თავად რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა კი 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით, დანაშაულების გამოვლენის ზრდისა და პოლიციის მხრიდან გააქტიურებული ბრძოლის პროპორციულად, მომატებულია მხოლოდ 2,26%-ით.
მიმდინარე წლის 9 თვეში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა 46,92%-ით არის გაზრდილი და ჯამში გამოვლენილია 7 199 ფაქტი. ამასთან, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 660 ფაქტი გამოვლინდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ შემცირებულია სქესობრივი დანაშაულების რაოდენობაც - გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2025 წელს დაფიქსირდა 121 ფაქტით ნაკლები.