ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფოთის იზოლატორი დატოვა - Palitra News

ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფოთის იზოლატორი დატოვა

2025-10-31 13:14:46+04:00

ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ჟურნალისტი იზოლატორს, სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ინფორმაციისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 ოქტომბერს დააკავეს. მათ შსს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.