შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა

2025-10-29 12:29:58+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

აღნიშნულ საქმეში ნივთმტკიცების სახით 126 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.