გივი მიქანაძემ 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა - Palitra News

გივი მიქანაძემ 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა

2025-10-28 09:30:50+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მინისტრმა თითოეულ პედაგოგს მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი სწორედ მასწავლებლებზე, მათ შრომასა და თავდადებაზე დგას. წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალი ინიციატივით, მასწავლებელთა შრომის აღიარების მიზნით აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა – თითოეულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე შეირჩა და დაჯილდოვდა ხუთი ღვაწლმოსილი მასწავლებელი, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას.