საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს - Palitra News

საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

2025-10-27 12:37:06+04:00

საფრანგეთში, ლუვრის მუზეუმში მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, ის თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აიყვანეს. 19 ოქტომბერს, დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო.